ზელენსკი კუპიანსკში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ფრონტის ხაზზე ზელენსკი ჯარისკაცებს შეხვდა და მედლებით დააჯილდოვა.

,,კუპიანსკის მცველების ფრონტის ხაზის სამეთაურო პუნქტი. დიდი პატივია ჯარისკაცების მონახულება და მათთვის ჯილდოების გადაცემა. კუპიანსკის ფრონტზე მებრძოლები უკრაინელების, ხარკოვის ოლქში მცხოვრებლების მშვიდობიან ცხოვრებას იცავენ. მადლობას ვუხდი ჯარისკაცებს ამ სამსახურისთვის და ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის! გისურვებთ გამარჯვებასა და ძალას”, – მიმართა ზელენსკიმ ჯარისკაცებს.

მსგავსი თემები