პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება შეხვედრაში სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო.

შიმონ შინკოვსკის თქმით,  ლავროვის მონაწილეობის გამო შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს. მისი განმარტებით, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე და მისთვის მიუღებელია, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს შეხვედრაში, რომლის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება.

ორდღიანი მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში დღეს იწყება.

მსგავსი თემები