ეუთო, არსებითად, ნატო-სა და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება, ორგანიზაცია უფსკრულის პირას დგას – ლავროვი

ეუთო, არსებითად, ნატო-ს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. ორგანიზაცია, მოდით, ღიად ვთქვათ, უფსკრულის პირას დგას, ჩნდება მარტივი კითხვა, აქვს თუ არა აზრი ენერგიის ჩადებას მის აღორძინებაში? – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო სავალალო მდგომარეობაშია და მისი პერსპექტივები გაურკვეველია.

„სულ რაღაც ერთ წელიწადში იქნება ჰელსინკის საბოლოო აქტის 50 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით, იძულებული ვარ, სინანულით აღვნიშნო, რომ ეუთო ამ წლისთავს სავალალო მდგომარეობაში უახლოვდება და მისი პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ეუთო, არსებითად, ნატო-სა და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. მოდით, ღიად ვთქვათ, ორგანიზაცია  უფსკრულის პირას დგას. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი ენერგიის ჩადებას მის აღორძინებაში? შეძლებს თუ არა ეუთო, მოერგოს მსოფლიო განვითარების ობიექტურ რეალობას, კიდევ ერთხელ გახდეს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ობიექტური განხილვის პლატფორმა ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების საფუძველზე, პირველ რიგში, ყველა მონაწილე ქვეყნის თანასწორობის პრინციპით? ჯერ უფრო ბევრი კითხვაა, ვიდრე პასუხები“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები