,,კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი”- სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“ და  “აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“.

„მე არაერთხელ მილაპარაკია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებიც ერთმანეთს არ შეებრძოლებიან. ამის მაგალითია მთელი ევროპა“, – განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან” ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულადაა განწყობილი.

„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია, შესაძლებელი იქნებოდა როგორმე დაიწყოს გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ. მაგრამ ეს ნელ-ნელა ხდება. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ პრობლემის როგორმე წინსვლა. მე მაინც ამის მომხრე ვარ“, – აღნიშნა მან.

სერგეი შამბა თვლის, რომ „საკომუნიკაციო არხების გამოყენება აუცილებელია“.

„ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები“, – განაცხადა შამბამ.

მსგავსი თემები