ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე – სალომე ზურაბიშვილი

დღეს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა კამპანიაზე “ჩემი ხმა ევროპას”, რომლის ფარგლებში პეტიციისთვის ხელმოწერები გროვდება. ,,რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები და საზოგადოების გამოხატული მოთხოვნა, მით უფრო, პარტიები აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია რეალურად და არა პირიქით, რასაც სამწუხაროდ წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი, ეროვნული თანხმობის მიმართ, არის რაღაც გულგრილობა, მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკანონო მოსმენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით,  თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით – პრემიერი

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველ 9 თვეში 7 პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის  ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. „2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000…

მეტი...

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

ისრაელის სამხედროების განცხადებით, “ჰამასთან” ზავი გაგრძელდება “შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, გააგრძელონ მძევლების გათავისუფლების პროცესი”. მათივე ცნობით, ეს დაექვემდებარება ხელშეკრულების პირობებს. კატარმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ზავი კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება. ,,და ისრაელის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებაზე არსებული პირობებით, რაც არის ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლა ღაზაში”, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

მეტი...

სროლა იერუსალიმში – მოკლულია ერთი, დაჭრილია რვა

იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, რვა კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლა იერუსალიმის შესასვლელში მოხდა. მოკლულია 24 წლის ქალი. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულია. ხელისუფლების ინფორმაციით, „ნეიტრალიზებულია“ ორი შეიარაღებული პირი.

მეტი...

ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან და ეუთო-ს წარმომადგენლებთან.

მეტი...

,,ვერ გაძელით ერთმანეთის გარეშე დედა-შვილმა”- გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი თინიკო მელქაძე. „ნათელში იყოს თქვენი სულები. ვერ გაძელით ერთმანეთის გარეშე დედა-შვილმა. რა მწარე დასასრულია, რამდენი დარდი გაიყოლე თინი, ღმერთო! მენანები მიწისთვის! ლაშაა ჩაეხუტე დედას ეხლა”, _ წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი. კისინჯერის ძალისხმევამ გამოიწვია აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. 1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

მეტი...

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 ნოემბერს და 1-3 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 30 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. 1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება. 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. 1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

რუსეთში კაცს, რომელმაც თოვლში „არა ომს“ დაწერა, 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსეთის სასამართლომ მამაკაცს 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  მას შემდეგ, რაც მან მოსკოვის გორკის პარკში ყინულის მოედნის შესასვლელში თოვლით დაფარულ ტურნიკზე თითით დაწერა “არა ომს”. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დიმიტრი ფიოდოროვი 23 ნოემბერს დააკავეს. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისი ქმედებები შესაძლოა სამოქალაქო სამართალდარღვევა იყოს. კანონის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ საჯაროდ იმოქმედოს რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, მიესაჯოს ჯარიმა.

მეტი...

,,მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე!”- ზელენსკი

“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე!”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცადა. ,,დღევანდელი დღე მთლიანად ეძღვნება ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. ჯერ ოდესა და რეგიონი, შემდეგ მიკოლაივი, შემდეგ კი ხერსონი. ბევრი საკითხი დაისვა, თითქმის ყველა მათგანი ეხებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე! მადლობთ, ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი. მადლობა ამ დღისთვის. დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს! დიდება უკრაინას!”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს. დანაშაულები 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს – 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი…

მეტი...

„პეპლების აფეთქება“ პეპლების სამშობლოში

ქალაქი ჯინპინგი, ეს არის ავტონომიური ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში. ეს არის ადგილი, სადაც საოცარ სანახაოებებს ნახავთ მათ შორის კი ერთერთია პეპლების აფეთქება, რომელიც მაისსა და ივნისში ხდება. ეს ხეობა ასევე ცნობილია როგორც პეპლების ხეობა.  ის  ჩინეთის ენტომოლოგიურმა საზოგადოებამ “პეპლების სამშობლოდ” აღიარა. ეს ადგილი მსოფლიო დონის ეკოლოგიურ ტურისტულ ატრაქციონად არის ცნობილი. ზაფხულში მაანდის დაბა პეპლების ზღვაა. ყოველ მაისსა და ივნისში, ასობით მილიონი პეპელა გამოდის პეპლების ხეობაში და ქნიან “პეპლების აფეთქების” სანახაობას. მსოფლიოში დაახლოებით 20 000 სახეობის პეპელაა დაფიქსირებული და ჩინეთში დაახლოებით 2 100 სახეობაა.  ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა…

მეტი...

„ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. მედიის ცნობით, მძევლებმა ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ. „ღაზადან ათი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დღეს 30 პალესტინელი გათავისუფლდება. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში, წითელ ჯვარს რუსეთის ორი და ტაილანდის ოთხი მოქალაქე გადაეცა“, – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მაჯედ ალ-ანსარი სოციალურ ქსელში.

მეტი...