ესტონეთი მზადაა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის – მედია

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების რაოდენობის დრამატული ზრდა მოსკოვის მიერ ორკესტრირებული “უხეში ჰიბრიდული თავდასხმის” ნაწილია – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცადა.

მისი თქმით, შესაძლოა ქვეყანამ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტოს.

მაგნუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ერი “მზად არის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის”, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება. მზარდი კრიზისი, დასძინა მან, “კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაში არ იბრძვის; არამედ საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს”.

ამავდროულად, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა გეგმავს გაუმკლავდეს საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის პოტენციურ ზრდას მას შემდეგ, რაც ფინეთმა სამშაბათს დახურა რუსეთთან ყველა საგუშაგო და დაადანაშაულა კრემლი მიგრანტების კრიზისის გაღვივებაში. ჰელსინკი ამტკიცებს, რომ მოსკოვის „გავლენის აქტივობა“ გამიზნულია, როგორც შურისძიება სკანდინავიური ქვეყნის გადაწყვეტილების გაწევრიანების შესახებ ნატოში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.

მსგავსი თემები