ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას პოლიციის ავტომანქანა შეეჯახა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას პოლიციის ავტომანქანა შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს  Facebook-ზე გიორგი მუმლაძე ავრცელებს. გავრცელებული  ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმი და მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.

,,საგიჟეთში ვცხოვრობთ, ილიაუნის წინ, ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას შეეჯახა პოლიციის შკოდა, რომელიც მარჯვენა მხრიდან, მარცხენას მიმართულებით ოთხ საგზაო ზოლს კვეთდა დარღვევით! პოლიციელი გადმოვიყვანეთ გამვლელებმა, რაიმე მძიმე დაზიანება არ აქვს, გონება ჰქონდა დაკარგული, ეხლა კონტაქტურია
სასწრაფოს ექიმს და მძღოლსაც მცირე დაზიანებები აქვთ. საბედნიეროდ არც ერთ მათგანს რამე სერიოზული არ სჭირს  კანონზე “მაღლა დგომის განცდას” მოაქვს უბედურებები!” – წერს მუმლაძე.

მსგავსი თემები