„ჰამასმა“ ორი ისრაელელი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა

„ჰამასმა“ ორი ისრაელელი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა. ისინი ახლა ისრაელისკენ მიემართებიან. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

როგორც არმიაში აღნიშნავენ, უახლოეს საათებში ელოდებიან მეტი მძევლის გათავისუფლებას.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დღეს ზავის მეშვიდე დღეა. მხარეები შუამავლების დახმარებით ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მსგავსი თემები