დონეცკის რაიონში დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექვსი თვის ბავშვი დაშავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ექვსი S-300 რაკეტით შეუტიეს. მისი თქმით, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, კიდევ 5 ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

მისივე ცნობით, დაშავებულია 4 ბავშვი. დაშავებულებს შორის არის ოჯახი ორი შვილით – 16 წლის მოზარდი და ექვსი თვის ბავშვი.

,,ერთ-ერთი ჭურვი იმ სახლის ეზოში აფეთქდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა ორი შვილით. დაბომბვის შედეგად დაინგრა სახლის სახურავი და კედლები, ოჯახი კი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. კაცს, რომელსაც ხელში სისხლიანი ბავშვი ეჭირა, ნანგრევებიდან თავის დაღწევაში პოლიციის ექთანი დაეხმარა. ექვსი თვის ელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა კლიმენკომ.

მსგავსი თემები