„გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით დარჩით”- კაბუ

საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ მიმართავს ავრცელებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

„გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით დარჩით. მიყვარხართ და გმადლობთ კიდევ ერთხელ,“ – წერს კაბუ.

შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა

 

 

მსგავსი თემები