იერუსალიმში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” აიღო

იერუსალიმში სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” აიღო. “ჰამასი” მიესალმება ტერორისტული აქტის მომწყობი ძმების, მურად და იბრაჰიმ ნიმერების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.

“ჰამასის” განცხადებას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.

,,ერთი ხელით “ჰამასი” ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტას, მეორე ხელით კი ტერორისტებს აგზავნის, რათა იერუსალიმში ებრაელები დახოცოს. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ ეს არის გაგრძელება (ტერორისტული თავდასხმების) შეკავებისა და დათმობის კონცეფციისა, რომელმაც ადამიანების ხოცვა მოგვიტანა. ეს კი ეს სინვარს (ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი) იმედს აძლევს, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვა.  ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეშმაკთან მოლაპარაკებების წარმოება და დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ ბრძოლას”, – განაცხადა გვირმა.

მსგავსი თემები