2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 026 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 146 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7.2 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 273, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში შვიდი შემთხვევა.

2023 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 323 შემთხვევა; მუქარა – 234 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა; ძალადობა – 180 შემთხვევა; გაუპატიურება – 20 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; თაღლითობა – 207 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით 17 შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით რვა შემთხვევა გამოვლინდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი, გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.

2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირი შეადგინა. საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ შეწყდა.

მსგავსი თემები