ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა – მედია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.

ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, ქვეყნის დატოვებამდე იგი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა.

,,პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი”, – წერს ბლინკენი.

მსგავსი თემები