რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “ლგბტ მოძრაობა” აკრძალა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს სარჩელის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის აკრძალვისა და ექსტრემისტულად აღიარების შესახებ. მედიაზონას ინფორმაციით, სარჩელი მოპასუხის გარეშე განიხილებოდა, შეხვედრაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სხდომა 4 საათს გაგრძელდა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც დარბაზში ჟურნალისტები გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეუშვეს. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

სარჩელის შეტანის მომენტში არავითარი “საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა” არ არსებობდა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ “ლგბტ მოძრაობის” აკრძალვა სამომავლო რეპრესიებს ჩაუყრის საფუძვლებს. 29 ნოემბერს ლგბტ-აქტივისტების ჯგუფმა “საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობის” დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რათა უზენაეს სასამართლოში ინტერესების დაცვის საშუალება ჰქონოდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

მსგავსი თემები