„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ „სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული…

მეტი...

,,ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში”- იოსელიანი კაბუზე

,,ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში,”-  ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა  მსახიობის და მომღერლის, კახა აბუაშვილის, იგივე “კაბუს” გირაოთი გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. იოსელიანის თქმით, მისი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს  გადაწყვეტილების ხარისხზე. ,,ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს  გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას ასაჩივრებს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში… შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვiთ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე კონკრეტული ინიციატივით დღეს, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, გამარჯვების კოალიციის ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, გააფართოოს კიდევ უფრო პოლიტიკური საბჭო. „დღეს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ექნება ინფორმაციები ამ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური…

მეტი...

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს.  მათ ბრალად მხოლოდ 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე 36 ძარცვაში მონაწილეობა ედებათ. 5 ქართველი ქვეყნის ჟანდარმერიამ, ჟირონდაში დააკავა. ადგილობრივი პოლიცია  კრიმინალური დაჯგუფების კვალზე ერთ-ერთი წევრის მანქანით გავიდა: “ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან”. სამართლდამცველების განცხადებით, ხუთკაციან ჯგუფს ერთ ღამეში რამდენიმე ქურდობის ჩადენა შეეძლო. აღმოჩენილია მათი ნაძარცვი 250 ერთეული ძვირფასი სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ტექნიკა  

მეტი...

კადიროვის შვილი ბატალიონის კურატორად დაინიშნა

შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორად ჩეჩნეთის უფროსის ადამ კადიროვის ვაჟი დაინიშნა, – ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. ადამ კადიროვს, რომელსაც 24 ნოემბერს 16 წელი შეუსრულდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღო ჩეჩნეთის გმირის წოდება და რამდენიმე ორდენი, რომელიც მას რუსეთის ზოგიერთი რეგიონის ხელისუფლებამ მიანიჭა. ადამ კადიროვმა ჯილდოებისა და ჩეჩნეთის მთავრობის სტრუქტურებში თანამდებობის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელებულ ვიდეოში ყურანის დაწვაში ბრალდებულ აქტივისტს სცემდა. ვიდეო თვითონ რამზან კადიროვმა გაავრცელა და განაცხადა, რომ შვილით ამაყობს.

მეტი...

მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები – არესტოვიჩი

,,მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები,”- ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით,  იმ ფონზე, როდესაც ნატო უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია. ,,მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი. ბევრი ამბობდა, NATO-ზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ NATO წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ…

მეტი...

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“მოუწოდებენ,  გაათავისუფლოს ყველა მძევალი

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“მოუწოდებენ,  გაათავისუფლოს ყველა მძევალი და მხარი დაუჭიროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. „ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ რეგიონის ყველა პარტნიორთან, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. აშშ  მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევას ამ პაუზის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კოორდინაციისთვის.

მეტი...

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებული გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე…

მეტი...

(ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. დანარჩენი ტიპის ტრანსპორტის მოძრობა აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფალი იყო.

მეტი...

რუსეთმა  სუმის ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

რუსეთმა  სუმის ოლქი დაბომბა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი.  ბავშვი დაბომბვისას ავტომობილში იმყოფებოდა. ის კლინიკაში დაიღუპა. სუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, დაინგრა კერძო სახლები. ნანგრევებიდან ორი ქალის ცხედარი ამოიყვანეს.  

მეტი...

საგარეჯოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი  ქალის მდგომარეობა მძიმეა. საგარეჯოში, სოფელ თულარში, გვიან ღამით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. ,,ახალგაზრდა ქალბატონი, 35 წლის, შემოყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნებოდა სხეულზე მრავლობითი ჭრილობები, ყველაზე დიდი ზომის მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ღია მოტეხილობასთან ერთად. პაციენტი შესაბამისი მომზადების შემდეგ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად”, – აცხადებს ექიმი.

მეტი...

ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა

ისრაელის პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს,  რომ ზავის პირობების გათვალისწინებით, 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდა. ყველა პატიმარი გათავისუფლებულია ოფერის ციხიდან და იერუსალიმის დაკავების ცენტრიდან. ისრაელის პენიტენციური სამსახურის ცნობით, გათავისუფლებულ 30 მძევალს შორის არიან მამაკაცები და ქალები.  

მეტი...

ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ  საერთაშორისო სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა მოქმედებდეს, თუმცა ომი უკრაინასა და ღაზაში ძალიან განსხვავებულია. „მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.  

მეტი...

საგარეჯოში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა

კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  

მეტი...