“კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი“- კონგრესმენები კობახიძეს მიმართავენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. წერილს, სულ 25 კონგრესმენი აწრეს ხელს, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას კანონპროექტი კიდევ ერთხელ გაიწვიონ.

“გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია,” წერენ კონგრესმენები და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი “ძირეულად ეწინააღმდეგება” საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, “თქვენს ქვეყანაში რუსეთის ჯარს შემოჭრიდან” რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას“- ვკითხულობთ წერილში.

კონგრესმენები ამბობენ, რომ თუ კანონი არ იქნება გაწვეული ისინი მხარს დაუჭერენ აშშ-ს – საქართველოს პოლიტიკიური ფუნდამენტის შეცვლას.

„იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას. ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოების და მათ მიმართ ფინანსური სანქციების ჩათვლით, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებას ძირი გამოუთხარა“- ნათქვამია წერილში.

მსგავსი თემები