კადიროვის შვილი ბატალიონის კურატორად დაინიშნა

შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორად ჩეჩნეთის უფროსის ადამ კადიროვის ვაჟი დაინიშნა, – ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

ადამ კადიროვს, რომელსაც 24 ნოემბერს 16 წელი შეუსრულდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღო ჩეჩნეთის გმირის წოდება და რამდენიმე ორდენი, რომელიც მას რუსეთის ზოგიერთი რეგიონის ხელისუფლებამ მიანიჭა.

ადამ კადიროვმა ჯილდოებისა და ჩეჩნეთის მთავრობის სტრუქტურებში თანამდებობის მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელებულ ვიდეოში ყურანის დაწვაში ბრალდებულ აქტივისტს სცემდა. ვიდეო თვითონ რამზან კადიროვმა გაავრცელა და განაცხადა, რომ შვილით ამაყობს.

მსგავსი თემები