„ვითხოვთ ნატო-ს და ვიღებთ უარს, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და ვიღებთ უარს“- პაპუაშვილი

„ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ, ასე რომ, ბურთი სრულად არის ჩვენი დასავლელი კოლეგების მხარეს“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „იმის თქმა, რომ საქართველო მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ აკეთებს, სწორი არ არის“.

„არსებობს ობიექტური წინაპირობა. მოლაპარაკებების გახნას რაც შეეხება, იმ პირობებში, როცა ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას აქვს გახსნილი, უფრო სწორად გადაწყვეტილებაა მიღებული მოლაპარაკებების გახსნაზე და როდესაც ყველა ამ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრში და ქართველი ხალხი ამ მხრივ იჩაგრება, მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, აქეთ შემოდავება, თითქოს, საქართველო საკმარისს არ აკეთებს მოლაპარაკებებისთვის, ეს უბრალოდ, სწორი არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები