საგარეჯოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი  ქალის მდგომარეობა მძიმეა. საგარეჯოში, სოფელ თულარში, გვიან ღამით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა.

,,ახალგაზრდა ქალბატონი, 35 წლის, შემოყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნებოდა სხეულზე მრავლობითი ჭრილობები, ყველაზე დიდი ზომის მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ღია მოტეხილობასთან ერთად. პაციენტი შესაბამისი მომზადების შემდეგ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად”, – აცხადებს ექიმი.

მსგავსი თემები