,,ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში”- იოსელიანი კაბუზე

,,ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში,”-  ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა  მსახიობის და მომღერლის, კახა აბუაშვილის, იგივე “კაბუს” გირაოთი გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მისი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს  გადაწყვეტილების ხარისხზე.

,,ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს  გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას ასაჩივრებს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში… შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვiთ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი”, – განაცხადა იოსელიანმა.

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მსგავსი თემები