საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს.  მათ ბრალად მხოლოდ 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე 36 ძარცვაში მონაწილეობა ედებათ.

5 ქართველი ქვეყნის ჟანდარმერიამ, ჟირონდაში დააკავა.

ადგილობრივი პოლიცია  კრიმინალური დაჯგუფების კვალზე ერთ-ერთი წევრის მანქანით გავიდა: “ეს საქმე დაიწყო კონკრეტული მანქანის შესახებ ცნობიდან, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან”.

სამართლდამცველების განცხადებით, ხუთკაციან ჯგუფს ერთ ღამეში რამდენიმე ქურდობის ჩადენა შეეძლო. აღმოჩენილია მათი ნაძარცვი 250 ერთეული ძვირფასი სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ტექნიკა

 

მსგავსი თემები