ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ  საერთაშორისო სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა მოქმედებდეს, თუმცა ომი უკრაინასა და ღაზაში ძალიან განსხვავებულია.

„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები