„კანონპროექტს მესამე მოსმენით მივიღებთ. პროექტს უცხოელი აქტორებისგან ყრუ კედელი დახვდა“- პაპუაშვილი

„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი“- განაცახდა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უცხოელ აქტორებთან პროექტის შინაარსობრივი განხილვისთვის მზადაა.

„ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს!“- ამბობს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე შეეხო პრეზიდენტის განცხადებას კანონპროექტისთვის ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და უცხოელი აქტორები გამოხატავენ მზაობას, რომ ქართველ ხალხს შინაარსობრივად დაელაპარაკონ და არა კანონის ბრენდირება შესთავაზონ, მაშინ თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს“- თქვა მან.

 

 

 

მსგავსი თემები