საგარეჯოში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა

კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თულარში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

მსგავსი თემები