პოლონეთში,  საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში,  საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ჩანთა მოიპარა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა.  კაცი მაზოვის სავოევოდოში დააკავეს. დაკავებული სამ თვეს პატიმრობაში გაატარებს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც  ქალმა ბანკიდან  თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას ქალმა შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. მედიის ცნობით, მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.

მსგავსი თემები