,,როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle – გაგიჟდა პრეზიდენტი”- ირაკლი ზარქუა

“გაგიჟდა პრეზიდენტი,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ  სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.

,,უცნაურია, ვერაფერს ვერ ვფიქრობთ, რატომ იქცევა ასე, ვერ გავიგეთ. დახმარებების მთელი პაკეტია, ნახევარ მილიარდიანი გაზრდა ხდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, ხალხს და უკვე მერამდენე დღეა, ხელს არ აწერს. ასეთი ნონსენსი არ მომხდარა არასდროს. როგორც ფრანგები იტყვიან, Cette dame est devenue folle – გაგიჟდა პრეზიდენტი,” – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები