ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დახმარება 2025 წლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დახმარება 2025 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“დახმარება ნებას რთავს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ისეთი უფლებებით ისარგებლონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, როგორებიც არის: ცხოვრების უფლება, წვდომა შრომით ბაზარზე, სამედიცინო დახმარება და ბავშვთა განათლება”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი თემები