ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა

”სიენენის” ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, მაიან ლაზაროვიჩის განცხადებით, ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიატ შმონაში 23 000 ადამიანი ცხოვრობს და მათი ევაკუაცია სავალდებულოა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობას სხვადასხვა სასტუმროებში გადაიყვანენ.

მეტი...

რუსეთმა დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა

გასულ ღამეს რუსეთმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს შეუტია. რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაზე და ხარკოვის ოლქის სოფელ კუპიანსკ-ვუზლოვიზე. დაბომბეს ხერსონი და ბერისლავი. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული. ამასთან, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლის შენობა. რუსულმა ძალებმა  ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს.  

მეტი...

წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა – თალაკვაძე

წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. მაგაზე მეტი არ არის ამ 21 წლის განმავლობაში, ერთადერთი დადებითი სალდო ამ ცხრილში, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში, მაგრამ მაინც, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი თითოეული…

მეტი...

სამტრედიაში კაცი მოკლეს

სამტრედიაში კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან მოხდა. მედიის ცნობით, მოკლული საღამოს საათებში, სამძიმრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას გაურკვეველი პირები დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.  

მეტი...

,,უნდა იჩქაროთ და დაივიწყოთ ნებისმიერი მერყეობა, უნდა წახვიდეთ ვა-ბანკზე”- სააკაშვილი ფაშინიანს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს  ნიკოლ ფაშინიანს მიმართავს. მიმართვაში სააკაშვილი ფაშინიანს რამდენიმე რჩევას აძლევს და ვა-ბანკზე წასვლას ურჩევს. ,,მე თქვენ პირველად მოგმართავთ და ამას საჯაროდ ვაკეთებ, რადგან ძალიან მაღელვებს ჩვენი რეგიონის და სომხეთის ბედი. რუსეთთან და პუტინთან (რომელმაც დსთ-ს ამასწინდელ სამიტზე პრაქტიკულად ბრალი დამდო ამ ორგანიზაციის დაშლაში) ჩემი ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავს უფლებას მივცემ, მოგცეთ რამდენიმე რჩევა. თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით სახალხო გამოსვლების შედეგად, რაც პუტინის ტერმინოლოგიით “ფერადი რევოლუციაა”. ამიტომ, დამიჯერეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც არ უნდა ეფიცოთ ერთგულებაში, ის თქვენ არასოდეს გაპატიებთ. განსაკუთრებით –…

მეტი...

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. ,,გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული  მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაცფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა,…

მეტი...

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ასევე დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ,,გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალიანსთან“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 764 590 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები…

მეტი...

ოკუპირებულ მელიტოპოლში, გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, გამთენიისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედოროვი ადასტურებს. მისი თქმით, რამდენიმე აფეთქება მოხდა. ,,შუაღამის შემდეგ ქალაქის გარეთ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ყველაზე ძლიერი ავიაგოროდოკის რაიონში იყო, სადაც დამპყრობლებმა აეროდრომზე თავიანთი სამხედრო ბაზა მოაწყვეს. მოსახლეობამ ტექნიკის გადაადგილების ხმაც გაიგო. დეტალებს ვაზუსტებთ“, – განაცხადა მერმა.

მეტი...

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ორი რაკეტით დარტყმა განხორციელდა ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრზე აეროპორტის მახლობლად, , სადაც განთავსებულია ამერიკელი სამხედროები, დიპლომატიური და სამოქალაქო პერსონალი. ერთ-ერთი რაკეტა კონტრ-სარაკეტო სისტემამ გააჩერა, მეორე კი ცარიელ საცავში მოხვდა, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირის თქმით, არავინ დაშავებულა. თავდასხმა პარასკევს, ბაღდადის დროით დაახლოებით 2:50 საათზე მოხდა.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში –  კოსტავას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა, მაშინ მოხდა, როცა იგი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი კონტაქტურია. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გაუწიეს. წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

რიში სუნაკი ეგვიპტეში გაემგზავრება ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარების განსახილველად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა კოლეგებთან ერთად განიხილოს ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება. ბრიტანეთის პრემიერი განიხილავს “რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი არასაჭირო დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას”. ცნობისთვის, გუშინ რიში სუნაკი იმყოფებოდა ისრაელში სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს.

მეტი...

,,ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”- გრიგოლ ლილუაშვილი

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში. ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. გრიგოლ ლილუაშვილს ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. „ბირთვული საფრთხე სწორი შეკითხვაა. საქართველოს მოსახლეობაც ნელ-ნელა უფრო ღრმად სწვდება ამ საკითხის მნიშვნელობას. მოგახსენებთ, რომ არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ. მთავრობის ხელმძღვანელებით, მისი მორეაგირე უწყებების და ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უწყების მონაწილეობითაც შემუშავებულია და დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს თითოეული…

მეტი...

ისრაელი-ჰამასის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის  ინფორმაციით, ისრაელი-ჰამასის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა. მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით 8 ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო 3 დაკარგულად მიიჩნევა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რომ 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17  პალესტინელი იყო, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი.  

მეტი...

„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო”- ჯო ბაიდენი

„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისა და ისრაელის წარმატება მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც. „ბუნებრივია, ჩნდება კითხვა და ნება მომეცით, გითხრათ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის. ისრაელისა და უკრაინის წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თუ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისადმი, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

Imovies-სა და adjaranet-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა Imovies.cc-სა და adjaranet.com-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ცნობისთვის, საავტორო უფლებების დარღვევისთვის imovies.cc, adjaranet.com პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის აგვისტოში გაითიშა. ორივე საიტს წლების განმავლობაში ფილმების მეკობრულად გავრცელებას ედავებიან. ამ დროისთვის adjaranet.com და imovies.cc ისევ გათიშულია. საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ბეჟაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია სერვერები, სადაც მეკობრული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.

მეტი...

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში არ იმყოფება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საფრანგეთის ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში არ იმყოფება. „არ იმყოფება, მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ ფრანგ კოლეგებთან გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, მათ შორის ნებისმიერ ინფორმაციაზე, არა მარტო დამნაშავის მშობლის თაობაზე, არამედ უმნიშვნელო ტენდენციაზე და ანალიტიკაზეც გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთკავშირი. ისინი ჩვენი სამსახურის მიმართ მადლიერები არიან. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ წამოსვამდე კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ საფრანგეთის საელჩოში. თუკი არსებული გამოძიების ფარგლებში ფრანგ კოლეგებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ამისთვის არსებობს სამართლებრივი დახმარების მექანიზმი, ოფიციალური მექანიზმი. საქართველოში მორეაგირე უწყება არის გენერალური პროკურატურა, ეგზავნება მას სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნა და…

მეტი...