როგორ ხდება ჩინეთის მოსახლეობის წყლით მომარაგება და კანალიზაციის გადამუშავება – რეპორტაჟი პეკინიდან (ვიდეო)

წყლის დამუშავება,  სახიფათო მყარი ნარჩენების განთავსება- გამოყენება,  კანალიზაციის წმენდა, წვიმის წყალდიდობის კონტროლი და საბოლოო ჯამში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა – ეს ყველაფერი აქ,   CITIC ჯგუფში ხდება, რომელიც აზიაში ერთადერთი პროექტია, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის მთლიანმა აქტივებმა  11,794.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ზოგადად, ჩინეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რომ სტრატეგიული დანიშნულების კომპანიები არ გასხვისდეს. შესაბამისად, წყლის გადამუშავება-მიწოდების კომპანიაც სწორედ სახელმწიფო კომპანიად რჩება.

კომპანიაში დასაქმებულია 5000-ზე მეტი პროფესიონალი ტექნიკური და მენეჯმენტის პერსონალი, მათ შორის ეროვნული საინჟინრო კვლევისა და დიზაინის ოსტატები, სახელმწიფო საბჭოს სპეციალური შემწეობის ექსპერტები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კვლევისა და განვითარების პროექტის წამყვანი ლიდერები და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტები.

წყლის ქარხანა იყენებს მოწინავე მემბრანულ ბიორეაქტორს  კანალიზაციის დამუშავების პროცესში  და წარმოებული მაღალი ხარისხის რეკულტივირებული წყალი აკმაყოფილებს წყლის მოთხოვნას, რომელიც გამოიყენება მდინარის წყლის შევსებისა და გამწვანებისთვის.

დანარჩენი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა პეკინიდან

 

 

მსგავსი თემები