,,საქართველო  უსაფრთხოების კუნძულია”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველო  უსაფრთხოების კუნძულია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კონფლიქტების რუკა გამოქვეყნდა, სადაც საქართველო თეთრად იყო მონიშნული, ისევე, როგორც ევროკავშირი.

,,რამდენიმე დღის წინ მსოფლიო კონფლიქტების რუკა გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების შეფერილობა იმის მიხედვით იყო, თუ რამდენად ინტენსიური კონფლიქტია ამა თუ იმ სახელმწიფოში. კონფლიქტების ინტენსივობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ქვეყნის შეფერილობა ყვითლიდან წითლისკენ მიდიოდა – საქართველო თეთრად იყო მონიშნული, ისევე, როგორც ევროკავშირი. ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანა მთლიანად შეფერილია. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის 2 ტერიტორია ოკუპირებულია, საქართველო უსაფრთხოების კუნძულია და ეს მათ შორის, სუს-ის მუშაობის შედეგია,” – აცხადებს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები