ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  მიკოლაივში ჩავიდა. ზელენსკიმ მიკოლაივში შეხვედრა გამართა რეგიონში უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო საქმიანობის აქტუალურ საკითხებზე.

მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ზელენსკის და შეხვედრის სხვა მონაწილეებს აცნობა რეგიონში არსებული ვითარების შესახებ, ხოლო მიკოლაევის მერმა ალექსანდრე სიენკოვიჩმა – ქალაქის საარსებო მდგომარეობის შესახებ.

მსგავსი თემები