,,ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ”- პესკოვი

ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ,  – ასე ეხმიანება  კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის  განცხადებას.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს.

„აშკარაა, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად საშიში მომენტი საერთაშორისო ვითარებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომში. ეს არის ძალიან ემოციური და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები