დავით ნარმანია აწსუ-ს საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა.

სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის გავითარებისა და მომავალი თაობის განათლების პროცესში, ისაუბრა სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

„ვულოცავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეს. დიდია უნივერსიტეტის წვლილი თაობების აღზრდასა და განათლებაში. ჩვენ ყოველთვისმზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო თუ კვლევითი ხასიათის ღონისძიებებსა და კონფერენციებში. სემეკსა
და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში გრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უნივერსიტეტებს სტუდენტებისათვის ენერგეტიკის შესახებ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებაში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკსა და აწსუს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი პროექტის – ნეტო-აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის პროცესს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში გახსნილია „სემეკის აუდიტორია“, რომელიც მარეგულირებელი კომისიის დახმარებით აღიჭურვა.

მსგავსი თემები