ისრაელმა ღაზაში ღამით „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ღაზაში ღამით „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანა.

მათივე ინფორმაციით,  „ჰამასის“ საზღვაო მებრძოლი, მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი გაანეტიტრალეს, რომელიც სავარაუდოდ, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

„ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ასზე მეტ ტერორისტულ ობიექტს, მათ შორის, მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობს და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები