განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ლილ-ლესკინის, რენის, ბოვეის, ტარბეს, ნანტის, ბეზიერის, პაუსა და ბრესტის აეროპორტებმა  ბომბის არსებობის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რენის, ტარბესა და ბეზიეს აეროპორტებიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამასთან, ვერსალის სასახლის ვიზიტორების ევაკუაცია კვირაში მეხუთედ მოხდა.

„უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება როგორც კი შემოწმებები ჩატარდება“, – ნათქვამია  ნათქვამია ვერსალის სასახლის განცხადებაში.

მსგავსი თემები