ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ

ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის ავიაბაზაზე მოცდა, სადაც ამერიკული და სხვა საერთაშორისო ძალების კონტიგენტი იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

ერაყის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაკეტეს ბაზის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყეს სამძებრო ოპერაცია. წყაროების თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი ან ზარალი.

 

მსგავსი თემები