სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ეგვიპტეში ჩავიდა. მისი განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზის სექტორს დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ.

,,ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის…აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის,” – განაცხადა გუტერეშმა.

მსგავსი თემები