ისრაელში რუსეთის ელჩი ანატოლი ვიქტოროვის განცხადებით, რუსეთი მძევლების გათავისუფლების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზას სექტორში მყოფი 200-დან 250-მდე მძევლის გასათავისუფლებლად.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, რუსეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.