,,არავის მივცემთ უფლებას პატივისცემით არ ეპყრობოდეს ქართული ეროვნული სახელმწიფოს ფუნდამენტს – ეკლესიას” – მიხეილ სარჯველაძე

„არავის აქვს უფლება ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე მიიჩნიოს, ჩათვალოს ან თავი აგრძნობინოს მეორეხარისხოვნად. ასეთი რამ გამორიცხულია!“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის, ტარიელ ნაკაიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

„ჩვენი დიდი პატივისცემა და მოწიწება თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. კატეგორიულად მიუღებელია დღეს იმაზე საუბარი, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ვინმე, რომელიმე კონფესია, რომელიმე ეთნიკური ჯგუფი მეორეხარისხოვნად არის ცნობილი, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას პატივისცემით არ უყურებდეს და არ ეპყრობოდეს იმას, რაც საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ქართული ეროვნული სახელმწიფოს ფუნდამენტია – ეს არის, რა თქმა უნდა, ეკლესია. ყველასგან ვითხოვთ, რომ ის მოიხსენიოს არა როგორც რაღაც ინსტიტუცია, არამედ მოიხსენიოს ზუსტად იმ პატივით როგორც მას ეპყრობა მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები