ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არანაირად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ილია დარჩიაშვილი

,,ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
,,ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,”- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები