,,მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის, ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება”- ზელენსკი

მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის ძლიერი გამოსვლისთვის. ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და ტერორისტებმა გაანადგურონ დემოკრატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ინვესტიცია უკრაინის დაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის.

„უკრაინა მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ურყევი რწმენისთვის, რომ ჰუმანიზმი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული, ყოველთვის გაიმარჯვებს.

ჩვენი საერთო მიზანია დავიცვათ ჩვენი ყველა ერისთვის თავისუფალი ცხოვრების წესი. მსოფლიო, განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესიას და ტერორიზმს, იმედოვნებენ, რომ ამერიკა ლიდერობს ჩვენი საერთო თავისუფლების შენარჩუნებაში.

აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა წარმოუდგენლად ამხნევებს ყველა ჩვენს მეომარს და მთელ ჩვენს ერს. აშშ-ის ინვესტიცია უკრაინის დაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები