საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით – დანილოვი

საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებაა.

„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები