„ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის,  იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს.

მისი თქმით, მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციასა და ახალი „უსაფრთხოების რეჟიმის“ შექმნით ღაზაზე ისრაელის პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას.

მისივე განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს საჰაერო თავდასხმები და მოგვიანებით კი, სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია, დაამარცხოს „ჰამასი“ და გაანადგუროს მათი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გალანტმა.

მისი თქმითმეორე ეტაპი გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები მუშაობენ “წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად”.

„მესამე ნაბიჯი იქნება ღაზის სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის დაწესება, ღაზის სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და ახალი უსაფრთხოების რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა გალანტმა.

მსგავსი თემები