ბალტიის ზღვაში ნატოს საზღვაო ძალების წვრთნები დაიწყო

ნატოს საზღვაო ძალები ბალტიის ზღვაში, ძირითადად ესტონეთისა და ლატვიის სანაპიროებზე ყოველწლიურ საზღვაო წვრთნებს – Northern Coasts ატარებენ.

წვრთნები დღეს დაიწყო და 2 კვირას გაგრძელდება. მასში დაახლოებით 30 სამხედრო ხომალდი და 14 ქვეყნიდან, 3200 პერსონალი მონაწილეობს.

რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნები გერმანიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით ტარდება და ფოკუსირებულია ნატოს მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვაზე.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ რადიკალურად შეცვალა უსაფრთხოების ვითარება ბალტიის ზღვაში და ნატომ არსებითად გაზარდა თავისი თავდაცვისუნარიანობა რეგიონში ზღვაზე, ხმელეთზე და ჰაერში. მსგავსი წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ნატო მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი”, – განაცხადა ნატოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა.

მსგავსი თემები