ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა. არსებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი თემები