მოსკოვის აეროპორტებში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა

9 სექტემბრის ღამეს მოსკოვის აეროპორტებში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა.

,,სულ მცირე 13 ფრენა გადაიდო და ოთხი გაუქმდა მოსკოვის სამ აეროპორტში – ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტევოში,” – წერს “რია ნოვოსტი” Telegram-ზე, თუმცა, მიზეზებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რუსეთის აეროპორტებმა, სავარაუდოდ, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, არაერთხელ გადადო და გააუქმა ფრენები.

მსგავსი თემები