მეწყერი სოფელ ჭაქვინჯში

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში ერთ-ერთი ოჯახის საკარმიდამო დამეწყრა. ტერიტორიიდან ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც.

ასევე, პრობლემებია ქალაქ ზუგდიდშიც. ქუჩები დაიტბორა და საკანალიზაციო ჭებიდან ფეკალური მასა გადმოვიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც.

მსგავსი თემები