რუმინეთი, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვის გამო, სასაზღვრო ტერიტორიებზე დაცვას აძლიერებს

რუმინეთი, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბომბვის გამო, სასაზღვრო ტერიტორიებზე დაცვას აძლიერებს.

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომიტეტმა, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, რომ დუნაის ნაპირზე განსაზღვროს ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია ზომების მიღება.

,,უკრაინის პორტების რენისა და იზმაილის ბოლო და განმეორებითი დაბომბვის გათვალისწინებით, კომიტეტმა უფლება მისცა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიიღოს სპეციალური ზომები მოსახლეობის დასაცავად”, – წერია უწყების განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, რეგიონული გადაუდებელი ინსპექცია დაიწყებს ადგილობრივების ინფორმირებას, როგორ უნდა მოიქცნენ პოტენციურად საშიშ სიტუაციებში. რამდენიმე დასახლებაში აშენდება თავშესაფრებიც.

მსგავსი თემები