რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 268 140 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 9 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 600 სამხედრო, 15 ტანკი და 36 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 268 140;

​ტანკი – 4 544;

ჯავშანტექნიკა – 8 739;

საარტილერიო სისტემა – 5 789;

სარაკეტო სისტემა – 757;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 508;

თვითმფრინავები – 315;

ვერტმფრენი – 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 588;

საკრუიზო რაკეტები – 1 455;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 298;

გემი/ნავი/კატარღა – 19;

​სპეციალური აღჭურვილობა – 870.

მსგავსი თემები