წყლის შესაძლო დაგუბება მდინარე მაგანას ხეობაში – წალენჯიხის მერიამ ადგილობრივებს სახლების დატოვება ურჩია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

,,ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან”, – აცხადებს წალენჯიხის მერია.

ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრებლები საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.

მსგავსი თემები